ეროვნული არქივის კინოთეატრში ელდარ შენგელაიას ფილმების რეტროსპექტივა გაიმართება - Palitra News

ეროვნული არქივის კინოთეატრში ელდარ შენგელაიას ფილმების რეტროსპექტივა გაიმართება

2023-02-01 08:46:42+04:00

რეჟისორ ელდარ შენგელაიას დაბადებიდან 90 წლის იუბილეს აღსანიშნავად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრი 1-5 თებერვალს მისი ფილმების რეტროსპექტივას უმასპინძლებს.

ფილმების ჩვენება „არაჩვეულებრივი გამოფენით“ (1968 წ.) 1 თებერვალს, 19:00 საათზე, გაიხსნება. რეტროსპექტივის ფარგლებში მაყურებელი ასევე იხილავს ფილმებს: „თეთრი ქარავანი“ (1963 წ.), „მიქელა“ (1965 წ.), ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ (1983 წ.), „სავარძელი“ (2017 წ.), „სამანიშვილის დედინაცვალი“ (1977 წ.), „შერეკილები“(1973 წ.) და „მრავალჟამიერი“ (ტრილოგია)(2022 წ.).

ჩვენებების პროგრამა იხილეთ ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/movies

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს ეროვნული კინოცენტრი.

რეტროსპექტივაზე დასწრება თავისუფალია.