ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ და ჩინეთთან მზარდმა სამხედრო თანამშრომლობამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უსაფრთხოების ყველაზე დაძაბული ფონი შექმნა. იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზე ნატო-მ და იაპონიამ ურთიერთობები უნდა გააღრმაონ.