საფრანგეთის ათობით ქალაქში მასშტაბური დემონსტრაცია იმართება, ათასობით დასაქმებული კი გაიფიცა. აქციის მონაწილეები და გაფიცულები საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში საპენსიო ასაკი 62-დან 64-მდე უნდა გაიზარდოს.
გაფიცულებს შორის ქვეყნის რვა ყველაზე დიდი პროფკავშირის, მათ შორის სკოლების, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ნავთობკომპანიების წარმომადგენლები არიან.
საპენსიო ასაკის მატებასთან დაკავშირებით საფრანგეთში აქცია რამდენიმე დღის წინაც გაიმართა, სადაც მონაწილეობა 1 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო.