როგორც წესი, კომერციულ ბანკებთან ურთიერთობისას, ჩვენ მათ მიერ მოქალაქეებისთვის დაკისრებული ჯარიმებისა და საურავების შესახებ გვსმენია. ასე მაგალითად, ოფიციალური სტატისტიკით, მხოლოდ გასული წლის დეკემბერში, კომერციულმა ბანკებმა მხოლოდ ჯარიმა/ საურავებიდან 6 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ზედამხედველმა თავად ბანკებშიც აღმოაჩინა დარღვევები და 2022 წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა შვიდი კომერციული ბანკი დააჯარიმა. 2023 წლის დასაწყისში კი უკვე ერთი ბანკი არის დაჯარიმებულია. ბანკებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 1.15 მილიონ ლარს აღწევს. დაჯარიმებულ ბანკებს შორის არიან ისეთი ფინანსური ინსტიტუტები, როგორიცა „თიბისი“, „ვითიბი“, „კრედო ბანკი“, „პაშა ბანკი“ და „პროკრედიტ ბანკი“, ხოლო გამოვლენი დარღვევებს შორისაა, როგორც მოთხოვნილი ინფორმაციის არასწორად წარდგენა, ასევე უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკების არასათანადოდ შეფასება.
გაძვირდება თუ არა სესხები? - "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმის" სტუმარია საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე