NBA-ის რეგულარული სეზონის პარალელურად G ლიგა მიმდინარეობს, სადაც მორიგი შეხვედრები გაიმართა. „ატლანტა ჰოუკსის“ განვითარების ლიგის გუნდი, „კოლეჯ პარკ სკაიჰოუკსი“ „მოტორ კრუიზ სიტის“ ზედიზედ მეორედ დაუპირისპირდა და 123-107 დაამარცხა.
გიორგი ბეჟანიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 37 წუთი ითამაშა – მის ანგარიშზე 12 ქულა, 9 მოხსნა (5 შეტევაში), 6 პასი და 2 დაფარებაა. მან 9-დან 5 ორქულიანი და ერთი საჯარიმო გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ გიორგის პარკეტზე ყოფნის პერიოდში „სკაიჰოუკსმა“ მეტოქეს 23 ქულით მოუგო, რაც ორივე გუნდის მხრიდან საუკეთესო შედეგი იყო.
ბეჟანიშვილის გუნდი 6 მოგებითა და 7 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა. შემდეგ შეხვედრას „სკაიჰოუკსი“ 4 თებერვალს „მეინ სელტიკსთან“ გამართავს.