პაკისტანის ქალაქ პეშავარში, მეჩეთში ბომბის აფეთქების შედეგად სულ მცირე 59 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თავდსხმის სამიზნე პოლიციელები იყვნენ, რომლებიც ლოცულობდნენ მეჩეთში ლოცულობდნენ.
აფეთქება შუადღის ლოცვის დროს ქალაქის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში, ავღანეთთან საზღვრის ახლოს მოხდა.
პაკისტანის პრემიერ-მინისტრის, შეჰბაზ შარიფის განცხადებით, ტერორისტებს სურთ შექმნან შიში მათზე თავდასხმით, ვინც პაკისტანის დაცვის მოვალეობას ასრულებენ.
საავადმყოფოს წარმომადგენელმა BBC-ს განუცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვი 59-ს, დაშავებულების კი - 157-ს შეადგენს.
სამაშველო ოპერაცია გრძელდება და არ არის გამორიცხული, რომ დაღუპულებისა და დაშავებულების რაოდენობა გაიზარდოს.
მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, მაგრამ მას პაკისტანის „თალიბანს“ უკავშირებენ.
BBC-- წერს, რომ დაჯგუფებამ ნოემბერში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დასრულების შესახებ განაცხადა და მას შემდეგ მათი მხრიდან ძალადობა მატულობს.