თსუ-ს რექტორი ჯაბა სამუშია 400-მდე სტუდენტს შეხვდა, რომელთაც წელს „თსუ დესპანში“ მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს. პროექტი „თსუ დესპანი“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებში მოხალისეობრივი პრაქტიკის დანერგვას და არაფორმალური განათლების განვითარების ხელშეწყობისთვის მოქმედებს.
პროექტის ფარგლებში სტუდენტები მშობლიური სკოლის მოსწავლეებს აცნობენ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებსა და სტუდენტურ ცხოვრებას.
„თსუ დესპანი“ 11 წელია ხორციელდება და ამ ხნის განმავლობაში მასში 5 ათასზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.