ტერორისტული თავდასხმა პაკისტანში არსებულ მეჩეთზე. ქალაქ ფეშავარის მეჩეთში აფეთქებას, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაიჭრა 150-მდე პირი, უმეტესობის მდგომარეობა მძიმეა, 15 მოქალაქე კი კრიტიკულად მძიმე დაზიანებებითაა კლინიკასი გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით ჟილეტზე დამაგრებული დეტონატორით მოქალაქე მეჩეთში მაშინ შევიდა და თავი აიფეთქა, როდესაც ლოცვები აღევლინებოდა და შენობაში ბევრი ადამიანი, მათ შორის ახლო მდებარე ოფისებიდან სალოცავად მისული პოლიციელები იმყოფებოდნენ. აფეთქების შედეგად ჩამოინგრა შენობის სახურავი, რის შედეგადაც ადამიანები დაიღუპნენ და დაშავდნენ.