მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები დაიკითხნენ - მათ შორის არიან ენდოკრინოლოგი, გასტრო ენტეროლოგი, ჰემატოლოგი და სამედიცინო ექსპერტი. მათ დეტალურად ისაუბრებს ყოფილი პრეზიდენტის დიაგნოზებსა და მკურნალობის სქემაზე . მედიკოსთა განმარტებით, ყოფილი პრეზიდენტის დიაგნოზებია - მალაბსორბცია, კახექსია და რკინა დეფიციტური ანემია. ექიმთა განმარტებით, ექს პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეიცვლება, ამან შესაძლოა პოლი ორგანაული უკმარისობა გამოიწვიოს და ფატალური შედეგი დადგეს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ პენიტენციური სამსახურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა საქმეს მტკიცებულებად დაურთო.