ქვეყანაში დღეს ავსტრიის კანცლერს ელოდებიან. კარლ ნეჰამერი თბილისში რამდენიმე საათში ჩამოფრინდება დაგეგმილია მისი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან. წინასწარი ინფორმაციით, მთავარი განსახილველი საკითხი საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციაა.