რუსული ძალების მიერ ხარკოვზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა - სამი კი - დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
სინეგუბოვის თქმით, წინასწარი ინფორმაციით, რუსებმა საცხოვრებელ კორპუსს S-300 ტიპის რაკეტით დაარტყეს.
„მტრის დარტყმა ხარკოვის კიევსკის რაიონში მდებარე 4-სართულიან საცხოვრებელ კორპუსზე S-300 რაკეტით განხორციელდა. სამმა ადამიანმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო. სამწუხაროდ, მოხუცი ქალი გარდაიცვალა“, - წერს ის.
სინეგუბოვის ინფორმაციით, სახლი ნაწილობრივ დანგრეულია. ამ დროისთვის მოსახლეობა ევაკუირებულია.