"ნაციონალური მოძრაობის"თავმჯდომარის არჩევნები 10 საათზე დასრულდება, შედეგების გამოცხადებას კი 12:00 საათისთვის ვარაუდობენ.ორდღიანი პროცესის განმავლობაში იყო გარკვეული ტექნიკური ხარვეზებიც, რის გამოც პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ თუ ამომრჩევლის დიდი ნაწილი ვერ მიიღებს კენჭისყრაში მონაწილეობას, ისინი პროცესის გახანგრძლივებას მოითხოვენ.
საარჩევნო პროცესი ბლოკჩეინის პრინციპით, ფარულად მიმდინარეობს. ამ დროის მონაცემებით, საკუთარი ხმის უფლება უკვე გამოიყენა დარეგისტრირებული ამომრჩევლის დაახლოებით 80-მა პროცენტმა.