კლინიკა ვივამედის დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი საკვებს ისევ მცირე კალორაჟით იღებს, რის გამოც ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების რისკები იზრდება. ჩხაიძის განმარტებით, სააკაშვილი უარს ამბობს გადასხმებზეც, მიუხედვად ექიმების დაჟინებული მოთხოვნისა. რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის დღეისთვის არსებულ მდგომარეობას. მიხეილ სააკაშვილს დინამიკაში რაიმე სერიოზული ცვლილებები არ აღენიშნება.