ვინ გახდება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე - ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში შიდაპარტიული არჩევნები მიმდინარეობს. მხარდამჭერებს სასურველი კანდიდატისთვის ხმის მიცემა 30 იანვრის დილის 10 საათამდე შეეძლებათ. საარჩევნო კომისიის წევრების განცხადებით, ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა არის დასტური, რომ ნაციონალური მოძრაობა საზოგადოებისთვის ისევ მთავარ ოპოზიციურ პლატფორმად რჩება. ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერთა აზრით, ხაბეიშვილი პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს. საკუთარ წარმატებაში დარწმუნებულია ნიკა მელიაც, თუმცა მისი თანამოაზრეები არ გამორიცხავენ რომ გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტურის დანიშვნა გახდეს საჭირო. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის 4 კანდიდატი იბრძვის, ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი