სამტრედიაში კორპუსის სახურავიდან მამაკაცი გადმოვარდა. 45 წლამდე მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ის ადგილობრივია და სახურავზე გამაგრებით სამუშაოებს ასრულება.
მამაკაცი კომპანიას ჰყავდა დაქირავებული და სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავების რეაბილიტაციას ასრულებდა.
ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან, მიმდინარეობს გამოძიება.