ზურაბ ჩხაიძე - თუ ასე გაგრძელდა, სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება, რამაც შეიძლება ფატალურ შედეგამდე მიიყვანოს - Palitra News

ზურაბ ჩხაიძე - თუ ასე გაგრძელდა, სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება, რამაც შეიძლება ფატალურ შედეგამდე მიიყვანოს

2023-01-28 14:15:16+04:00

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ზურა ჩხაიძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგონარეობის დამძიმება და ფატალური შედეგი არ გამორიცხა. რადგან ჩხაიძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საკვების მიღების შემცირებასთან ერთად ინფუზიურ თერაპიაზე, რომელიც მისი ორგანიზმისთვის აუცილებელია, კატეგორიული უარი განაცხადა.