დასაქმების ხელშეწყობის და სოციალური მომსახურების სააგენტოებმა 2022 წლის საქმიანობა შეაჯამეს. ყურადღება გამახვილდა, სოციალური შემწეობების, სახელმწიფო პენსიისა და სოციალური პაკეტების გაზრდაზე. 2023 წლის 1 ივლისიდან სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების გასაცემელი 50 ლარით გაიზრდება და 200 ლარი გახდება. დეკრეტული შვებულების ანაზღაურება 1000 ლარის ნაცვლად, 2000 ლარით განისაზღვრა. 2023 წელს კი , 70 წლამდე ასაკით პენსიონერებისთვის, პენსიის ოდენობა 295 ლარი, 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის კი 365 ლარი იქნება. ანგარიშში ყურადღება გამახვილდა დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით ქვეყანაში განხორციელებულ აქტივობებზეც. გასულ წელს საზოგადოებრივ სამუშაოებში 30 000- მდე სოციალურად დაუცველი ჩაერთო.