მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ხმაური იყო. პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლმა ბრიტანელ ექსპერტს ჰკითხა, იყო თუ არა მასალებში საუბარი ექს პრეზიდენტის ცემის ფაქტზე, რომელზეც უწყების შეფასებით, მხოლოდ დედა-გიული ალასანია საუბრობს. მოწმის მისამართით დასმულ კითხვას ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის გაღიზიაანება მოჰყვა. მან პენიტენციური სამსახური ცინიზმში დაადანაშაულა.