იაპონიამ, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები გამოაცხადა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
იაპონიამ აკრძალა ძირითადი სტრატეგიული საქონლის ექსპორტი და გაყინა ათობით ადამიანის აქტივები. სანქციები მიმართულია რუსი პოლიტიკოსების, სამხედროების, ბიზნესმენებისა და კომპანიების წინააღმდეგ.
ამასთან, სანქცირებულ პირებს შორისაა 14 პრორუსი ფიგურა, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის უკანონო ანექსიის მცდელობასთან.
ამასთან, 3 თებერვლიდან, ტოკიო 49 რუსულ საწარმოში აკრძალავს იმ საქონლის ექსპორტს, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს მოსკოვის სამხედრო ძალების გასაძლიერებლად.