,,საპარტნიორო ფონდის“ წმინდა მოგებამ 2021 წელს 134 მილიონ 900 ათასი ლარი შეადგინა. კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, ფონდის ყველა ძირითადი ფინანსური მაჩვენებელი პოზიტიურია. შემოსავლები 13%-ით გაიზარდა და მილიარდ 600 მლნ ლარს გადააჭარბა, ხოლო ჯამური ვალდებულებები თითქმის 248 მილიონი ლარით შემცირდა.
ამასთანავე, დაახლოებით 448 მილიონი ლარით არის შემცირებული წმინდა ფინანსური ხარჯები.
აღსანიშნავია, რომ აუდიტორული დასკვნის თანახმად, „საპარტნიორო ფონდის“ მხოლოდ საინვესტიციო საქმიანობიდან მიღებულმა წმინდა მოგებამ, სახელმწიფო შვილობილი კომპანიების გარდა, მილიონ 200 ათასი ლარი შეადგინა.