სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპანია “ნავთობისა და გაზის კორპორაციამ” 2021 წელს EBRD-ის $250 მილიონიანი სესხის პირობები დაარღვია - ამის შესახებ კორპორაციის ფინანსურ ანგარიშგებაში, ასევე ფონდის მფლობელი “საპარტნიორო ფონდის” ფინანსურ ანგარიშში არის ნათქვამი.
წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, სესხის პირობების დარღვევა განაპირობა იმან, რომ ნავთობისა და გაზის კორპორაცია მოსახლეობის გაზმომარაგების ტარიფის სუბსიდირებას ახდენს, რამაც კომპანიას აღარ დაუტოვა თავისუფალი რესურსი აღნიშნული სესხის პირობებს მომსახურებოდა. რადგან ჯგუფი საქართველოს მთავრობისთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებს, ხელმძღვანელობა თვლის, რომ სესხის ნაადრევი დაფარვის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ჯგუფის მხარდაჭერას, მანამ სანამ დაფინანსების სხვა წყარო არ იქნება მოძიებული.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს საქართველოს მთავრობა ერთჯერადი ფინანსური ინექციის სახით ნავთობისა და გაზის კორპორაციისთვის 200 მილიონი ლარის სესხებას გეგმავს. სავარაუდოდ, სწორედ ამ სესხს აღნიშნავს ფინანსურ ანგარიშში გაკეთებული ჩანაწერი, რომ სახელმწიფო მზად არის ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას.