ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, განახორციელოს სასამართლო სისტემის რეფორმის საფუძვლიანი, დამოუკიდებელი შეფასება, რათა ქვეყანაში ნამდვილი, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის უზრუნველსაყოფად, მომავალი რეფორმები წარმართოს, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაშია ნათქვამი.
ამასთან, ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი მედიაგარემოში დაძაბულობის შესამცირებლადაც.