თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან მისგან განთავისუფლების მიზნით მორიგი პროცესი გაიმართება. იუსტიციის მინისტრის რატი ბრგაძის განმარტებით, დღევანდელ პროცესზე სასამართლოს, მსჯავრდებული პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სამხარაულის ექპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნა წარედგინება. ბიუროს ცნობით, ცენტრ "ემპათიას" მიერ დადგენილი დიაგნოზები სარწმუნო და უტყუარი არ არის.