ესპანეთის სამხრეთ ნაწილში, მამაკაცი ხალხს ცივი იარაღით თავს დაესხა. „როიტერსის“ ინფორმაციით, თავდასხმა ქალაქ ალხესირაში მდებარე ორ ეკლესიაში მოხდა, რომლებიც ერთმანეთისგან 300 მეტრის დაშორებით მდებარეობს. შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა.
თავდამსხმელი 25 წლის მაროკოელი მამაკაცია, რომელიც პოლიციამ დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავა. სამართალდამცავები მომხდარს, როგორც შესაძლო ტერორისტულ თავდასხმას იძიებენ. მომხდარს გამოეხმაურა ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი, მან მსხვერპლთა ოჯახებს მიუსამძიმრა.