კიევში დღეს საჰაერო განგაშის დროს ძლიერი აფეთქებების ხმა გაისმა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქალაქში საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობს.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებების ხმა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში ისმის.
თავის მხრივ, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ დაადასტურა ინფორმაცია უკრაინის დედაქალაქში მომხდარი აფეთქებების შესახებ.
„აფეთქება კიევში! დარჩით თავშესაფრებში!" - წერს კლიჩკო სოციალურ ქსელში.