უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ანდრეი კასიანოვი საქართველოს უკრაინის მოქალაქეებისთვის საფრთხისშემცველად მიიჩნევს და ამბობს, რომ საქართველოდან უკრაინის მოსახლეობის ევაკუაციას მოახდენენ. მის ამ განცხადებას გამოხმაურებები პოლიტიკურ სპექტრში მოჰყვა.
ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, საქართველოს ხელისუფლებას უნდობლობას უცხადებს, რადგან საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის მიმართ მკაფიო პოზიციაც არ აქვს.
განსხვავებული პოზიცია აქვთ მმართველ პარტიაში, სადაც აცხადებენ, რომ საქართველოში თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება დაცულია.