სოჭის საზღვაო ნავსადგურის დირექტორი ამტკიცებს, რომ რუსული მხარე მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოსთან, შავ ზღვაზე თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის გავლით სამგზავრო მიმოსვლის თაობაზე, თუმცა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.
ქართულ ოპოზიციურ სპექტრში ხელისუფლების ანტიდასავლურ რიტორიკაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ “ქართული ოცნების” მხრიდან რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის მცდლელობები მათთვის გასაკვირი არ არის. საწინააღმდეგო აზრზეა მმართველი გუნდი. ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ მორიგი დეზინფორმაცია რუსეთის მიერ ჰიბრიდული ომის გაგრძელების ერთ-ერთი გზაა.
ექსპერტების აზრით კი, რუსეთის მიზანია საჰაერო მიმოსვლის აღდგენასთან ერთად საქართველოს ხელისუფლება სახმელეთო მიმოსვლის აღდგენაზეც დააფიქროს.