მთავრობას 2022 წლის პრივატიზაციის გეგმა ჩაუვარდა. ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თანახმად, გასულ წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავალი არაფინანსური აქტივების კლებიდან 202 მილიონ 800 ათასი ლარი იყო. ეს თანხა ბიუჯეტით დამტკიცებულ პრივატიზაციის 300-მილიონიან გეგმაზე 92 მილიონი ლარით ნაკლები იყო. შესაბამისად, პრივატიზაციის შესრულებამ მხოლოდ 67.6% შეადგინა.
რა ზარალი მიადგა ქვეყანას პრივატიზაციის გეგმის ჩაგდებით? - თემაზე სასაუბროდ "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია ეკონომიკურ ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტი რამაზ გერლიანი