კარდაშიან-ჯენერების ოჯახი აქტუალობას ისევ არ კარგავს და ამჯერად ყურადღების ცენტრში კაილი ჯენერი მოექცა. კაილი წლევანდელ პარიზის მოდის კვირეულზე უჩვეულო კაბით მივიდა, რაზეც ინტერნეტი მალევე ალაპარაკდა. კაილის შავი კაბა ეცვა, რომელზეც ლომის თავი იყო მიმაგრებული. მოდელმა მაყურებლების ყურადღება Schiaparelli-ს ჩვენებაზე მისვლისთანავე მიიპყრო, რადგან ლომის თავი რეალურს ძალიან ჰგავდა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ კაილიმ ისეთი სამოსი აირჩია, რომელიც Schiaparelli-ს ჩვენების მთავარი თემა იყო. ჩვენებაზე ცნობილი მოდელები გამოჩნდნენ, რომელთა კაბებზეც სხვადასხვა ცხოველის თავები იყო მიმაგრებული. ნაომი კემპბელის კაბაზე მგლის თავი იყო მიმაგრებული, ხოლო შალომ ჰარლოუს კაბაზე — ლეოპარდის თავი.
Schiaparelli-ის კრეატიული დირექტორის, დენიელ როსბერის თქმით, ახალი კოლექციის შთაგონების წყარო დანტე ალიგიერის ღვთაებრივი კომედია იყო. ჩვენებაზე წარმოდგენილი ცხოველები — ლომი, ლეოპარდი და მგელი — სწორედ ამ იტალიელი მწერლის პოემაში გვხვდებიან.
მიუხედავად ცხოველებთან გარეგნული მსგავსებისა, კრეატიულმა დიზაინერმა ისიც დასძინა, რომ ჩვენებაზე წარმოდგენილი ცხოველების თავები ხელნაკეთია და ისინი ხელოვნური მასალისგანაა დამზადებული.