ევროპის საბჭოში დებატები გაიმართა. საპარლამენტო ასამბლეამ რეიკიავიკის სამიტთან დაკავშირებული რეზოლუცია დაამტკიცა, მათ შორის ცვლილება, რომელიც საქართველოს დელეგაციის მიერ იყო შეთავაზებული და ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციას ეხება. "ქართული ოცნების" წევრების, ირაკლი კობახიძისა და არჩილ თალაკვაძის შეფასებით, დეოკუპაცია ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა, ამ მხრივ კი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი გზავნილია და მიუთითებს, რომ საქართველო რჩება საერთაშორისო საზოგადოებისთვის პრიორიტეტად.
რეზოლუციაში შეტანილ ცვლილებებს მმართველ გუნდთან ერთად ოპოზიციამაც დაუჭირა მხარი.
საპარლამენტო ასამბლეის მიერ დამტკიცებული რეზოლუცია 16-17 მაისს რეიკიავიკში დაგეგმილ სამიტს ეძღვნება. სამიტი ისლანდიაში უმაღლეს დონეზე ჩატარდება და ევროპის უსაფრთხოებაზე იქნება ორიენტირებული.