კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, კოვიდინფიცირებული მიხეილ სააკაშვილი კრიტიკულ დეპარტამენტში გადაყვანას არ საჭიროებს. როგორც ჩხაიძე განმარტავს, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კონსილიუმი შეიკრიბა და ჩაითვალა, რომ სააკაშვილის პარამეტრები რეანიმაციულ მკურნალობას არ საჭიროებს.
კლინიკური დირექტორი უარყოფს ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც სააკაშვილმა გონება დაკარგა.