პარტია „ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ რომ ზუგდიდის ოპოზიციურ საკრებულოს მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების სარევიზიო საქმიანობა არ განუხორციელებია, რუსთავის საკრებულოს კი სარევიზიო კომისია არ შეუქმნია, რის შედეგადაც მერიის შემოწმება არ განხორციელებულა. პარტიის წევრის, ბესიკ დონაძის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია "ევროპულმა საქართველომ" ზუგდიდისა და რუსთავის საკრებულოებიდან და მერიებიდან გამოითხოვა.