საგარეჯოში თავდასხმის შედეგად დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ - Palitra News

საგარეჯოში თავდასხმის შედეგად დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ

2023-01-24 10:57:41+04:00

საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ. მათ შორის ერთი პოლიციელი - ოთარ ღვინაშვილია. სროლის შედეგად, ასევე, დაიღუპნენ დათო ნასრაძე, ნოდარ რჩეულიშვილი, ზაზა ჩიხლაძე და ზაქარია მათიაშვილი. სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა თავდამსხმელმაც, ყოფილმა სამხედრომ, ნოდარ ათუაშვილმა.