ესპანეთის ლა ლიგის მე18 ტურში გიორგი მამარდაშვილის ვალენსიამ ალმერიას უმასპინძლა და ფრედ 2:2 დაასრულდა შეხვედრა. ვალენსიელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო 22 წლის ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც სრული მატჩი ჩაატარა და რამდენიმეჯერ გუნდს კარგი თამაშითაც დაეხმარა.
ჯენარო გატუზოს გუნდი უპირატესობას თამაშის სტარტზევე ფლობდა, პირველ ტაიმში ვალენსიას რამდენიმე რეალური მომენტი შეექმნა, გოლის გატანა კი ვერ მოახერხა. 44-ე წუთზე ანგარიშის გახსნასთან ახლოს ალმერია იყო, მამარდაშვილის კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რამაზანიმ ბურთი ძელს მოარტყა. მეორე ნახევარი ბევრად უფრო სანახაობრივი გამოდგა, 48-ე წუთზე ალმერიას კარი ალმეიდას გადაცემის შემდეგ კლუვერტმა გახსნა, რასაც მალევე მოჰყვა ჩუმის გოლი და ანგარიში გათანაბრდა. გატუზოს გუნდმა სიტუაციის გამოსწორება 65-ე წუთზე გაიას გოლით შეძლეს. ალმერია ორი გაშვებული გოლის მიუხედავად დანებებას არ აპირებდა და 74-ე წუთზე პორტილოს გოლით სხვაობა კვლავ აღადგინა. საბოლოოდ შეხვედრა 2:2 დასრულდა.
ვალენსიას 18 ტურის შემდეგ 20 ქულა აქვს და მე 12 ადგილზეა, ჯენარო გატუზოს გუნდი შემდეგ შეხვედრას 26 იანვარს ესპანეთის თასის, კოპა დელ რეის, ¼ ფინალში ატლეტიკო ბილბაოს წინააღმდეგ ჩაატარებს.