პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ უკვე დიდი ხანია, რაც "ქართული ოცნება" პრეზიდენტის განცხადებების არასწორად გაავრცელებას და საზოგადოების შეცდომაში შეიყვანას ცდილობს, ოპოზიციასა და მმართველ გუნდში ეხმაურებიან.
ოპოზიციის წევრები მიიჩნევენ, რომ რეალურად არა სალომე ზურაბიშვილი, არამედ ირაკლი კობახიძე ცრუობს,მათ შორის, მაშინ როდესაც ამბობს, რომ რუსეთში ექსპორტი არ გაზრდილა. ამავე დროს, ოპოზიციონერი ლიდერები ზურაბიშვილს მოუწოდებენ შესრულოს ევროპარლამენტარების მოწოდებები.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ის პოზიცია, რომელიც საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს აქვს თანხვედრაშია ირაკლის კობახიძის განცხადებასთან და აუცილებელია ქვეყანა "რეპუტაციული საფრთხეებისგან" დავიცვათ.