2022 წელს მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა და რეკორდული მაჩვენებელი, 3 516 634 479 აშშ დოლარი დაფიქსირდა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 107.6%-იანი აღდგენაა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2021 წელთან შედარებით, მოგზაურობიდან შემოსული თანხის ოდენობა +2,271,692,761 (+182.5%) აშშ დოლარით გაიზარდა.
„2022 წლის დეკემბრის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა და 363,306,614 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 167.2% აღდგენაა, 2021 წლის დეკემბრის თვესთან შედარებით კი მოგზაურობიდან შემოსავლები +237,255,596 (+188.2%) აშშ დოლარითაა გაზრდილი.
რაც შეეხება ტურიზმის აღდგენის დინამიკას - საქართველოში 2022 წელს 5.4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ჩამოვიდა.
2022 წელს 2019 წელთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების 71.9%, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების 58 % აღდგა.
გასულ წელს საქართველოს ჯამში 5,426,903 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2021 წელთან შედარებით +188.5%-ით მეტია.
2022 წელს ქვეყანაში 3,652,949 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდს +131.6%-ით აღემატება.
ტურიზმის აღდგენის დინამიკით გამოირჩეოდა 2022 წლის დეკემბერი. ამ პერიოდში საქართველოში 564,656 საერთაშორისოს მოგზაური ეწვია, რაც 2019 წლის მონაცემის 84.6% აღდგენაა, 2021 წელთან შედარებით კი ზრდა +216.9%-ია.
2022 წლის დეკემბერში ქვეყანაში 304,616 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც 2019 წლის მონაცემის 97.6% აღდგენაა, 2021 წელთან შედარებით კი ზრდა +110.7%-ია”, - ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.