რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთში არჩევნების ვადაზე ადრე ჩატარების თაობაზე განცხადებას აკეთებს. თურქეთის პრეზიდენტი, არჩევნების ვადაზე ადრე ჩატარებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ოფიციალურად ადასტურებს და აცხადებს, რომ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, 18 ივნისის ნაცვლად, 14 მაისს ჩატარდება.
„როიტერსის“ ინფორმაციით თარიღის შესაძლო შეცვლის შესახებ თავდაპირველად, თურქეთის პრეზიდენტმა მინიშნება პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.ხალხის გამოკითხვიდ შედეგების მიხედვით კი, ნავარაუდევია რომ არჩევნების პროცესი საკმაოდ დაძაბულად წარიმართება და ერდოღანისთვის ერთ-ერთი დიდი გამოცდა იქნება.