საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მთავარ ოფისში ხმაური იყო. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მას შემდეგ, რაც აქციის რამდენიმე მონაწილემ შენობა დატოვა, მათ შესვლის უფლებას აღარ მისცეს. სასწრაფო დახმარების ექიმები და მძღოლები პროფკავშირთან ერთად მთავარ ოფისში აქციებს რამდენიმე დღეა, მმართავენ და ანაზღაურების მატებას მოითხოვენ. როგორც აქციის მონაწილე განმარტავს, „ადმინისტრაციამ კერძო დაცვა დაიქირავა და არ უშვებს საშვის გარეშე დასაქმებულ ადამიანებს“. აქციის მონაწილეები მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.