„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ამ დრომდე 2000 ზე მეტი სკოლა დირექტორის გარეშე ფუნქციონირებს, ამას კი ბავშვების ინტერესები ეწირება. ნაცვლიშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას დეტალურად გაიწეროს დირექტორების სერთიფიცირების კრიტირეიუმები და მათი დანიშვნის პროცესი მაქსიმალურად გამჭირვალედ წარიმართოს. ნაცვლიშვილმა მედიასთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ თვეების განმავლობაში იწელება სხვადასხვა სკოლის რემონტიც, თუმცა განათლების სამინისტრო ხელშეკრულების დამრღვევ კომპანიებს ვადას მაინც უხანგძლივებს.