რუსეთის დუმის დეპუტატი ამბობს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის აუცილებელია არა მხოლოდ ფრენების, ასევე დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენა. სერგეი გავრილოვის თქმით, საელჩოსა და საკონსულო სამსახურის არსებობა ხელს შეუწყობს კონტაქტების გაფართოებასა და საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების მხარდაჭერას.