ახალი დეტალები საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიაში. მეზობლების ცნობით, ნოდარ ათუაშვილი ყოფილ მეუღლესა და შვილზე ფიზიკურად ძალადობდა. ახალ წლამდე ცოტა ხნით ადრე კი მათ სახლის დატოვებაც მოსთხოვა. ყოფილი მეუღლე და შვილი ამ წუთებში პოლიციაში იკითხებიან. საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გვიან ღამით გახსნა. სროლის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა. თავდასხმის შემდეგ, ნოდარ ათუაშვილმა თვითლიკვიდაცია განახორციელა