სააკაშვილის პროცესის პარალელურად სასამართლოს მიმდიბარე ტერიტორიაზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, აქტივისტები და ოპოზიციონერი ლიდერები შეიკრიბნენ. ისინი ექსპეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ. მათი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ჭიანურდება, რაც ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას აზიანებს. ისინი მიიჩნევენ, რომ ამის გამო ქვეყანა შესაძლოა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის გარეშეც კი დარჩეს.