საგარეჯოს პოლიციის განყოფილებაში იმ მამაკაცის მეუღლე და შვილები იკითხებიან, რომელმაც წუხელ მეზობლებსა და პოლიციას ცეცხლი გაუხსნა - Palitra News

საგარეჯოს პოლიციის განყოფილებაში იმ მამაკაცის მეუღლე და შვილები იკითხებიან, რომელმაც წუხელ მეზობლებსა და პოლიციას ცეცხლი გაუხსნა

2023-01-20 15:43:50+04:00

საგარეჯოს პოლიციის განყოფილებაში იმ ყოფილი სამხედრო მოსამსახურის მეუღლე და შვილები იკითხებიან, რომელმაც წუხელ მეზობლებსა და პოლიციას ცეცხლი გაუხსნა.

49 წლის მამაკაცის ოჯახის წევრები სამართალდამცავების შეკითხვებს უპასუხებენ იმის შესახებ, თუ რა მოხდა 20 იანვრის ღამეს, რა დროსაც საგარეჯოში, ყოფილმა სამხედრომ იარაღიდან გასროლის შედეგად 5 პირი მოკლა, 5 კი დაჭრა.

ამ საქმეზე პოლიციის შეკითხვებს პასუხობენ ადგილობრივებიც.