ჩვენი თავდაცვის გასაძლიერებლად დღეს პარტნიორებმა რამდენიმე ძალიან ძლიერი გადაწყვეტილება მიიღეს, მადლობა ყველას, ყველას, ვინც იცავს მშვიდობას ჩვენთან ერთად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა დღეს „რამშტაინის“ ფორმატში დაგეგმილ შეხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძლიერ გადაწყვეტილებებს ელოდებიან.
„ჩვენი თავდაცვის გასაძლიერებლად დღეს პარტნიორებმა რამდენიმე ძალიან ძლიერი გადაწყვეტილება მიიღეს. ვემზადებით ხვალ „რამშტაინისთვის“ - ველით ძლიერ გადაწყვეტილებებს. ასევე, ველოდებით სამხედრო დახმარების პაკეტს შეერთებული შტატებიდან. მადლობა ყველას, ვინც იცავს მშვიდობას ჩვენთან ერთად, დიდება ჩვენს ყველა მებრძოლს, რომლებიც გვაჩვენებენ გამძლეობას და აძლევენ უკრაინას იმ შედეგს, რაც გვაქვს. დიდება ყველას, ვინც იბრძვის ჩვენი გამარჯვებისთვის. დიდება უკრაინას“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.