მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში დღეს სრულდება. გუშინ ბოლო შეხვედრა პრემიერ-მინისტრმა ელექტროენერგიის გამომუშავების წამყვანი კერძო კომპანიის პრეზიდენტსა და გენერალურ დირექტორთან გამართა. მხარეებმა ენერგეტიკის სექტორში პოტენციურ პარტნიორულ პროექტებზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოსა და რესურსების უკეთ გასაცნობად კომპანიის წარმომადგენლები საქართველოში მოიწვია.