ევროლიგის მეოცე ტურში თორნიკე შენგელიას “ვირტუსმა” ათენის “პანათინაიკოსს” უმასპინძლა და 74:64 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა – მატჩის ბომბარდირი გახდა.
თოკოს სრული სტატისტიკა ასეთი იყო: 28 წუთი, 16 ქულა, 7 პასი, 2 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 1დაფარება.
ეს გახლდათ ბოლონიელების მეცხრე გამარჯვება მიმდინარე ევროლიგაზე. ამ მაჩვენებლით ისინი მეცამეტე ადგილზე არიან. პლეი ოფში კი საუკეთესო რვაეული გადის.
მომდევნო მატჩს თორნიკეს გუნდი 22 იანვარს იტალიის ჩემპიონატში “ბრინდისის” წინააღმდეგ ჩაატარებს.