ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი ნონა მამულაშვილი და გიორგი ხვედელიანი ინიციატივით გამოდიან - მხარდამჭერებში ჩატარდეს გამოკითხვა, უნდა დატოვოს თუ არა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტი.
ნონა მამულაშვილის შეფასებით, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი არის ყველაზე სამარცხვინო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. მისი თქმით, ხელისუფლება ცვლის ქვეყნის ევროპულ მომავალს და ნაციონალურ მოძრაობას პარლამენტში არაფერი ესაქმება.