საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად მოკლული 4 ადამიანი იმ პირის მეზობელია, რომელმაც გასროლა განახორციელა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადგილობრივებმა განუცხადეს, ოთხივე გარდაცვლილი მამაკაცია.
რაც შეეხება კიდევ ერთ მოკლულს, მეხუთე გარდაცვლილი პოლიციელია, რომლის ეკიპაჟიც ადგილზე გამოძახების შედეგად მივიდა.
„ჩემი ბავშვობის მეგობრები არიან. მე მაღაზიაში ვმუშაობ, დილიდან აქ ვარ და სხვა დეტალი არ ვიცი. როგორც ვიცი, თავდამსხმელიც იქ ცხოვრობს, მაგრამ მე არ ვიცნობ. როგორც ამბობენ, არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა… დაღუპულები პატარა ბიჭები არიან. ისინი მეზობლები იყვნენ, ერთ უბანში ვართ გაზრდილი“, - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.