"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება. პარტიის წევრები ურთიერთბრალდებების რეჟიმში არიან. "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ დაპირისპირებას მთელი დღის განმავლობაში პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციაშიც და მმართველ პარტიაშიც ამბობენ, რომ ეს დაპირისპირება შესაძლებელია პარტიის დაშლის წინაპირობა იყოს.