მმართველი პარტია ფიქრობს რომ უკრაინისთვის იარაღის გადაცემა საქართველოს ომში ჩართვის ტოლფასი იქნება. "ოცნების" წევრები აღნიშნავენ, რომ ისინი მეგობარ ქვეყანას ყველა ფორმით ეხმარებიან, თუმცა არ აპირებენ უკრაინას რაიმე სახის იარაღი გადასცენ.
ოპოზიციის წევრები კი "ქართული ოცნების" საგარეო კურსზე კითხვის ნიშნებს კიდევ ერთხელ სვამენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაუწიონ დახმარება მეგობარ ქვეყანას.